რეგიონი

გრემის მუზეუმ-ნაკრძალში ქართველი მწერლის, ლევან გოთუას საიუბილეო საღამო ჩატარდება

გრემის მუზეუმ-ნაკრძალში ქართველი მწერლის, ლევან გოთუას საიუბილეო საღამო ჩატარდება.
საღამოზე პირველად გამოქვეყნდება საქართველოს ისტორიის ნაკლებად ცნობილი დეტალები, რომლებსაც ფართო საზოგადოება ჯერ არ იცნობს.

იუბილეზე სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეები წაიკითხავენ ეპიზოდებს ლევან გოთუას საყოველთაოდ აღიარებული ისტორიული ნაწარმოებიდან “გმირთა ვარამი”.

ღონისძიებაში მონაწილეობას თავად ლევან გოთუას ძმის შვილი მაია გოთუა და საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, პოეტი და დამსახურებული ჟურნალისტი თემურ ჩალაბაშვილიც მიიღებენ მონაწილეობას.

იუბილეს გამართვის ინიციატორები საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება და გრემის ჩოხოსანთა სადროშო არიან.
საიუბილეო საღამო, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის მუზეუმ-ნაკრძალში 13 მარტს ჩატარდება.

წელს დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ლევან გოთუას დაბადებიდან 117-ე წლისთავი აღინიშნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button