მნიშვნელოვანისიახლეები

გამოვლინდა ინფიცირების 19 968 ახალი დადასტურებული შემთხვევა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 64 187 კვლევა ტესტით, მათ შორის 39 833 კვლევა ანტიგენის ტესტით და 34 354 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 19 968 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 418 027.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 23 675 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 178 151.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 459 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 19 968 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 9 493 შემთხვევა

📌აჭარა – 1 654

📌იმერეთი – 2 760

📌ქვემო ქართლი – 980

📌შიდა ქართლი -1 184

📌გურია – 580

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 327

📌კახეთი – 1 110

📌მცხეთა-მთიანეთი – 410

📌სამცხე-ჯავახეთი – 371

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 99.

შემცირდება თუ არა ვირუსის გავრცელების მასშტაბები – ამ კითხვაზე პასუხის გაცემა კვირის ბოლოს უკვე შესაძლებელი უნდა იყოს. ქართველი ეპიდემიოლოგების ვარაუდით, ქვეყანა ჯერ კიდევ პიკშია და შიშობენ, რომ “ომიკრონის” შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის მიუხედავად, იმუნიზაციის საკმაოდ დაბალი აქტიურობით, საქართველოს პანდემიასთან ბრძოლა გაუჭირდება.
გუშინ ქვეყანაში დაზუსტდა იზოლაციის და კარანტინის ვადები. უსიმპტომო პირებისთვის იზოლაციის ვადა ერთით, სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულებებში დასაქმებულებისთვის კი სამი დღით შემცირდა.

ეპიდემიოლოგების ხმა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

მსგავსი პოსტები

Back to top button