მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

რიგში მდგომი ამომრჩეველი ხმას 20:00სთ-ის მერეც შეძლებს

ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველი, რომელიც 20:00-ზე რიგში იდგება, ხმის მიცემას უბნის დახურვის შემდეგაც შეძლებს. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა საარჩევნო უბნებთან დიდი რიგების შესახებ დასმულ კითხვაზე თქვა.

“კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი იმყოფება რიგში, 20:00-ზე, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე გამოდის, იწერს ბოლო ამომრჩევლის მონაცემებს და ის პირები, რომლებიც დგანან რიგში, რვა საათის შემდეგაც შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობას. შესაბამისად, აღნიშნული ამომრჩევლები, რომლებიც რიგში იქნებიან 20:00-სთვის, საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას განახორციელებენ” – განაცხადა ცესკოს სპიკერმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 17:00 საათისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ხმა 1 607 530 მოქალაქემ მისცა, რაც საერთო რაოდენობის 45.77%-ია.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 42.04% იყო, 2012 წელს კი –53.03%.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, პირველი ტურის დროს 17:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტიურობა 38.16% იყო, მეორე ტურის დროს კი 47.31%.

მსგავსი პოსტები

Back to top button