მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ენმ პარლამენტთან იკრიბება – პარლამენტთან სპეცრაზმია მობილიზებული

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტთან იკრიბება.

შესაბამისი მოწოდება მხარდამჭერებისთვის, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ზაალ უდუმაშილმა გააკეთა.

პარალელურად, პარლამენტის შენობასთან სპეცრაზმის მობილიზება ხდება.

შს მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი აცხადებს, რომ სპეცტექნიკა და პოლიციელთა გადაადგილება პრევენციისთვის “ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა”.

“ჩვენ გუშინ, არჩევნებამდეც გავავრცელეთ ინფორმაცია სპეცტექნიკისა და პოლიციელთა გადაადგილების შესახებ. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მთავარი მიზანი და გამოწვევა არის – არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ, თავისუფალ, ასევე, უსაფრთხო გარემოში. ამ ამოცანისთვის, რა თქმა უნდა, პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩატარდეს. პრევენციული ღონისძიებების ჩატარებას ეხება გადაადგილება, რაც იყო. რა თქმა უნდა, გაგრძელდება ეს გადაადგილებები, სადაც დაგვჭირდება, რომელ ლოკაციაზეც, პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება, იქ მოხდება და ამის შესახებაც დამატებით ინფორმაციას პერიოდულად მოგაწვდით”, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button