,,დემოკრატიული მოძრაობა“ არჩევნების მეორე ტურს ემიჯნება

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე არჩევნების მეორე ტურს ემიჯნება.

მისი განცხადებით მეორე ტური წინასწარ გაყალბებულია და პარტია მეორე ტურში მონაწილებას არ მიიღებს.
ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდეს და მის ამომრჩეველს მეორე ტურში საკუთარი არჩევანის დაუფიქსირებლობისაკენ მოუწოდოს.

მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა, რათა ამომრჩეველს მხოლოდ ორს შორის გაეკეთებინა არჩევანი.

“ზუსტად იმიტომ გადაარჩინა „ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილმა, ზუსტად იმიტომ იყო გართული კოჰაბიტაციაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომ დასმულიყო კითხვა და ადამიანები აღმოჩენილიყვნენ ასეთი არჩევანის წინაშე – “ქართული ოცნება“ თუ „ნაციონალური მოძრაობა“. როდესაც ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიას ვატარებდით, მქონდა ასეთი სლოგანი – არც „ქართული ოცნება“, არც „ნაციონალური მოძრაობა“, შემოხაზეთ მესამე-მეთქი. მესამე რომ შემოხაზულიყო რა თქმა უნდა, ჩვენ უმრავლესობით ვერ მოვიდოდით, მაგრამ დღეს ქვეყანა არ იქნებოდა იმის საფრთხის წინაშე, რომ ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი ჩამოყალიბდებოდა. დღესაც ვამბობ – არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა”, – განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button