სოხუმში ყველა ობიექტი გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება

სოხუმის ცენტრში მომხდარ აფეთქებასთნ დაკავშირებით დეფაქტო აფხაზეთის ლიდერმა, რაულ ხაჯიმბამ საგანგებო თათბირი გამართა.

მისი გადაწყვეტილებით ქალქაში არსებული ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი და საჯარო თავშეყრის ადგილები გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება.

მისივე დავალებით, ე.წ. ძალოვანმა უწყებებმა უნდა ჩაატარონ „ყველა საჭირო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიება“ იმ შემთხვევის დეტალების დასადგენად, რომელიც დღეს დილით სოხუმში მოხდა.

სახელმწიფო ტელევიზიის შენობასთან უცნობმა მამაკაცმა თავი დღეს დილის საათებში აიფეთქა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრის, ასლან კობახიას ცნობით, ადგილზე ნაპოვნია თვითნაკეთი ბომბის კომპონენტები. დაღუპულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მინისტრის ვარაუდობს, გარდაცვლის თანამზრახველებიც ჰყავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button