დევიდ და ვიქტორია ბექჰემები დედოფალზე მდიდრები არიან

ბექჰემების ოჯახი მსოფლიოში ყველაზე სამაგალითოდ ითვლება. დევიდი და ვიქტორია უკვე 16 წელია, რაც ბედნიერ ქორწინებაში იმყოფებიან. ისინი 4 შვილს ზრდიან, თითოეულ მათგანს საკუთარი ბიზნესი აქვს და გამდიდრდენენ.

როგორც გაირკვა, ბექჰემების შემოსავალმა წელიწადში, ბრიტანეთის დედოფლისას გადააჭარბა და ნახევარ მილიარდ გირვანქა სტერლინგს მიაღწია, იმ დროს, როცა დიდი ბრიტანეთის დედოფლის – ელისაბედ II-ის შემოსავალი 340 მილიონ გირვანქას შეადგენს.

„Victoria Beckham“ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბრენდი გახდა და დევიდის საფეხბურთო კარიერამაც, სპორტსმენს დიდება და ფული მოუტანა. მართალია, მან პროფესიონალურ ფეხბუბურთს თავი უკვე დაანება, მაგრამ სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობისთვის მას დიდძალ თანხას უხდიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button