დევიდ ქემერონი თანამდებობას ოქტომბრამდე დატოვებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ ქემერნმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერამდე თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ დევიდ ქემერონმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ პატივი უნდა სცეს ქვეყნის მოსახლეობის ნებას, რომელმაც ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.

დევიდ ქემერონის თქმით, არასწორი იქნება, რომ “გემის კაპიტნად” დარჩეს მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ სხვა გზა აირჩია.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირში დარჩენას უჭერდა მხარს, ბრიტანეთს ევროკავშირის ფარგლებს გარეთაც შეუძლია, გადარჩენა.

“მე მიყვარს ეს ქვეყანა და ჩემთვის პატივია, რომ მას ვემსახურე”, – განაცხადა ქემერონმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button