“მთა-თუშეთის ყველა სოფელს სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოემსახურება”

მთა-თუშეთის ყველა სოფელს 25 ივნისადან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მოემსახურება. თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი, მაღალი გამავლობის ავტომობილი ახმეტის მუნიციპალიტეტს ჩეხეთის განვითარების სააგენტომ შეუძინა.

როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს, ავტომობილებით, ექიმებს, მაღალმთიან სოფლებში სწრაფად გაადგილებისა და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების საშუალება ექნებათ.

„წლების განმავლობაში, სამედიცინო მომსახურება თუშეთის სოფლებში მოუგვარებელი პრობლემა იყო. განსაკუთრებით ეს საკითხი ზაფხულის სეზონზე მწვავდებოდა, როდესაც მთაში უცხოელი ტურისტების დიდი ნაკადია. თუშეთში, ერთადერთი,74 წლის ექიმი გვყავს, რომელიც ამ დრომდე მთის სოფლებში ცხენით გადაადგილდება და ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გადარიცხული 1000 ლარით შეძენილი მედიკამენტებით მკურნალობს. ამ დახმარებით, რომელიც ჩეხეთის განვითარების სააგენტომ გაგვიწია, მთაში გადაუდებელი სამედიცინო მომსახურეობის პრობლემა მოიხსნება”, -განაცხადა ახმეტის გამგებლის მოადგილე, ვაჟა ნასყიდაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button