მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დღეიდან კომენდატი 23.00 საათიდან დაიწყება

დღეიდან საქართველოში გადაადგილება 21:00-ის ნაცვლად 23:00 საათიდან შეიზღუდება. გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

“ეპიდემიოლოგიური ტენდენციის დეტალური ანალიზის საფუძველზე საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდვის შემსუბუქების შესახებ. კერძოდ, დღეიდან, გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 23:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში”, – განაცხადეს მთავრობის წარმომადგენლებმა.

შესაბამისად, დღეიდან ე.წ. “კომენდანტის საათი” იმოქმედებს 23:00-დან 05:00 საათამდე.
კომენდატის საათის დარღვევა, როგორც ავტომობილებით, ისე ქვეითად 2000 ლარით ჯარიმდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button