მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დღეიდან მასობრივი ვაქცინაცია იწყება

საქართველოში დღეიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია იწყება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მიღებული აქვს „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ მილიონი დოზა და აქედან გამომდინარე, 5 ივლისიდან ქვეყანა მზად არის დაიწყოს მასობრივი ვაქცინაცია.

მიღებული დოზებიდან 500 000 არის „სინოვაკის“ და 500 000 „სინოფარმის“ ვაქცინები.
ასევე ღარიბაშვილმა თქვა, რომ ვაქცინების დამატებითი მილიონი დოზა რამდენიმე კვირაში შემოვა ჩვენს ქვეყანაში.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მასობრივი ვაქცინაციისთვის მობილიზებულია 350-მდე ამცრელი ჯგუფი.

„გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ვაქცინების მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილების სქემა ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს“, – აღნიშნავენ ჯანდაცვის უწყებაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, აცრების დაჯავშნის ელექტრონული პორტალი და მათივე ცნობით, გუშინდელი დღის საღამოს მონაცემებით, „სინოფარმის“ ვაქცინით აცრის მსურველთა 14 ათასამდე ჯავშანი რეგისტრირებული იყო ელექტრონულ პორტალზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button