“ჰერეთი” ახალ ვებგვერდზე გადავიდა
დღეიდან რადიო “ჰერეთი” ახალ ვებგვერდზე გადავიდა. პლატფორმა ჰერეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძინა.
“ჰერეთის” მენეჯმენტის განცხადებით, ახალი ვებგვერდი უფრო ინტერაქტიული და მარტივია, რაც ინფორმაციის მოძიების და უკუკავშირის პროცესს გაცილებით მოსახერხებელს და ხელმისაწვდომს ხდის ნებისმიერი ოპერაციული სისტემისთვის. საიტი მულტიპლატფორმულია და პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს ახალი მედიის მიმართულებით.
ვებსაიტზე მუშაობა თითქმის ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჰერეთის გუნდს ტექნიკურ მხარდაჭერას ქართველი დევველოპერი გიორგი ხაჭაპურიძე უწევდა.
რადიო ჰერეთის გუნდს ასევე ეხმარება ახალი მედია ტექნოლოგიების სპეციალისტი კონსტანტინ სტალინსკი, რომელიც ამჟამად ჰერეთის ლაგოდეხის ოფისში იმყოფება და ჟურნალისტებთან ერთად მედია კონტენტზე მუშაობს.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით, რადიო “ჰერეთი” ახალი პროექტის “რადიო ბლოგის” განხორციელებასაც იწყებს.
ბლოგერები მასალებს კახეთის რეგიონში არსებულ პრობლემებზე გამოაქვეყნებენ.
რადიო ჰერეთმა პირველი ვებგვერდი 2006 წელს გაუშვა ინტერნეტში და მალე, მომხმარებლის მოწონებაც დაიმსახურა. ჰერეთის ვებგვერდი 2007 წელს კომპანიების “მაგთიკომისა” და “ნავიგატორის” მიერ მოწყობილ კონკურსზე წლის საუკეთესო რეგიონულ რესურსად დასახელდა.
[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”2942″ thumb_margin_left=”10″ thumb_margin_bottom=”10″ thumb_border_radius=”5″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”0″ group=”0″ border=”2″ show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy”][/inpost_fancy]