20 წლის ლელიანელი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

20 წლის სტუდენტი თბილისში, საკუთარს სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გოგონა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის მკვიდრია. როგორც რადიო “ჰერეთს” გამგებლის წარმომადგენელმა სოფელში ვიქტორ სხირტლაძემ განუცხადა, გარდაცვილი, ოჯახის ახლობელმა იპოვა
.

მას პირველადი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნება. სხირტლაძის თქმით, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button