ეკლესია კვირაცხოვლობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას ანუ აღდგომის განახლებას და თომას კვირას აღნიშნავს. ტაძრებში საღმრთო ლიტურგია ტარდება.
ტაძრებში ასევე სირიასა და ერაყში გარდაცვლილ მართლმადიდებელთა სულის მოსახსენიებელი ლოცვა აღევლინება.
კვირაცხოვლობას მართლმადიდებელი მრევლი თომას კვირასაც უწოდებს. ეს სახელწოდება ბიბლიის ერთ-ერთი ეპიზოდიდან მოდის.