მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დღეიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეს, პირველი ივლისიდან, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტებმა რეგისტრაცია დილის 8 საათზე გაიარეს და ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე შევიდნენ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, რუსთავში, თელავსა და ხულოში გახსნილია 25 საგამოცდო ცენტრი, სადაც დაცულია კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები – აბიტურიენტები და მეთვალყურეები დაიშვებიან ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე, სამუშაო მაგიდები აღჭურვილია გამჭვირვალე, დამცავი ფარებით, მაგიდებს შორის მანძილი კი, 2 მეტრია.

საგამოცდო ცენტრებში სავალდებულოა ნიღბის გამოყენება. იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც თერმოსკრინინგისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, სპეციალური სივრცეებია გამოყოფილი.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის ცნობით, 20 აბიტურიენტი კორონავირუსის გამო ვერ გამოცხადდა გამოცდაზე.

“მუშაობის პროცესში აბიტურიენტებს დასჭირდებათ პირბადის ტარება. რაც შეეხება კოვიდინფიცირებულ აბიტურიენტებს, მათ, ვინც შეძლო კოვიდინფექციის გამო გამოცდაზე გამოცხადება, აუცილებლად დაინიშნება დამატებითი სესია”, – თქვა მან.

წელს საქართველოში 38 400-ზე მეტი აბიტურიენტია. ერთიანი ეროვნული გამოცდები 20 ივლისამდე გაგრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button