მნიშვნელოვანისიახლეები

დღეიდან სკოლებში და ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა

საახალწლო არდადეგების შემდეგ სკოლებში, როგორც საჯარო, ასევე კერძო სასწავლებლების უმეტესობაში, სწავლა დღეიდან დაიწყო.

პროცესი დაავადებათა ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების დაცვით წარიმართება.

რთული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, განათლების სამინისტრო მზად არის, კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში, წერტილოვანი შეზღუდვები ამჯერადაც აამოქმედოს.

მშობლებს კვლავ შეუძლიათ, არჩევანი გააკეთონ სწავლების ფორმასთან დაკავშირებით და გადაწყვიტონ, ბავშვი საკლასო ოთახში დაესწროს გაკვეთილებს, თუ ონლაინ ფორმატში.
დღესვე, სააღმზრდელო პროცესი განახლება საბავშვო ბაღებშიც.

სასწავლო პროცესის დაწყებას არსებულ ეპიდვითარებაში დამატებით გამოწვევად მიიჩნევენ ეპიდემიოლოგები. ექიმები მოუწოდებენ მშობლებს, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, შვილები სკოლაში არ წაიყვანონ და სწრაფ ტესტთან ერთად, ვირუსის გამოსავლენად PCR ტესტი გამოიყენონ.

შეგახსენებთ, რომ სწორედ დღეიდან შედის ძალაში კორონავირუსის გამო თვითიზოლაციისა და კარანტინის ახალი ვადები.
სიახლე უსიმპტომო და მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაციას მხოლოდ 8 დღეს ითვალისწინებს. ვადები იცვლება კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფთათვისაც.

ეპიდემიოლოგების ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button