სპორტ-ნიუსისპორტი

რეალი სუპერთასის მფლობელია.ფინალში მოქმედი გამარჯვებული დაამარცხა

მადრიდის რეალი ესპანეთის სუპერთასის ფინალში ბილბაოს ატლეტიკოს შეხვდა და ანგარიშით 2:0 სძლია

გადამწყვეტი მატჩის გოლების ავტორები გახდნენ ლუკა მოდრიჩი და ქარემ ბენზემა.

ატლეტიკო სუპერთასის მოქმედი ჩემპიონი იყო,მან ფინალში გასვლა წელსაც მოახერხა,თუმცა გაძლიერებულ სამეფო კლუბს ვერაფერი დააკლო და დამარცხდა.

გასულ წელს ბასკურმა გუნდმა თასის ფინალში კატალონიური ბარსელონა დაამარცხა.

თამაშის მიწურულს ბილბაოს შანსი მიეცა,ანგარიში მაინც შეეცვალა,თუმცა 89-ე წუთზე ტიბო კურტუამ ბასკებს პენალტი მოუხსნა და გუნდის წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.

წლის პირველი ტიტული რეალმა კარიერის მანძილზე მე-12- ედ მოიგო.კარლო ანჩელოტისთვის კი ამ კლუბში დაბრუნების შემდეგ ეს პირველი ჯოლდოა.

მსგავსი პოსტები

Back to top button