მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტი პრეზიდენტის სიის მოლოდინშია

პარლამენტი პრეზიდენტის სიის მოლოდინშია – კანონმდებლობის შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები საკანონმდებლო ორგანოში კვირის ბოლომდე უნდა წარადგინოს. რის შემდეგაც პარლამენტი დასახელებული კანდიდატების შესახებ მსჯელობას დაიწყებს.

ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ პოზიციაზე 3 კანდიდატურა განიხილება – მათ შორის არის მოქმედი თავმჯდომარეც.
ოპოზიცია მიმდინარე პროცესს ფორმალურად მიიჩნევს და თვლის, რომ გადაწყვეტილება უმრავლესობას უკვე მიღებული აქვს.

პაატა მანჯგალაძის, ალექსანდრე რაქვიაშვილის და თამარ ტალიაშვილის ხმა

პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატების განხილვაში, სავარაუდოდ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დეპუტატებიც ჩაერთვებიან.

ოპოზიციური პარტია საპარლამენტო ბოიკოტზე უარის თქმისთვის ემზადება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში პარტიაში გამართულ შეკრებაზე გახდება ცნობილი.

“ნაციონალური მოძრაობის” დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ყველა ტრიბუნის გამოყენება აუცილებელია. პირველ რიგში კი ისინი პარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის საკითხის დაყენებას აპირებენ.

რომან გოცირიძის და გივი მიქანაძის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button