მნიშვნელოვანისიახლეები

დღეს, 22 მარტს, 20:00 საათზე, თბილისში MEGOBARI აქტის მხარდამჭერი მარში გაიმართება

პროტესტის 115-ე დღეს აქციები ქვეყნის მასშტაბით, კვლავ გაიმართება. საპროტესტო აქციები დაგეგმილია როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.

კერძოდ, 22 მარტის 19:00 საათზე, პროტესტი გაიმართება „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“;

20:00 საათზე, პროტესტი პარლამენტთან;

20:00 საათზე, ჩატარდება „მეგობარი აქტის“ მხარდამჭერი მარში. მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყება და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან დასრულდება.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი MEGOBARI აქტს 27 მარტს განიხილავს.

რაც შეეხება რეგიონებს, გორში, საკრებულოს წინ, 17:00 საათზე გაიმართება აქცია მოთხოვნით – გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!

ახალციხეში – 18:00 საათზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან;

ბათუმში – 19:00 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, „სამშობლოს სამსახურში!“.

ზუგდიდში – 18:00 საათზე, სამხარეო ადმინისტრაციის წინ „ბრძოლა გამარჯვებამდე!“.

თელავში – 19:00 საათზე, მერიის წინ.

ქუთაისში – 19:00 საათზე, მერიის წინ, ლოზუნგით – „კი ევროპას, არა რუსეთს!“.

ჩხოროწყუში – 20:00 საათზე, მერიის წინ, აქცია – „გაბედე პროტესტი“ ყოველდღე!

შეგახსენებთ, საქართველოში უწყვეტი პროტესტი 2024 წლის 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი – ასევე, 2028 წლის ბოლომდე მთავრობა უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

მსგავსი პოსტები

Back to top button