მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეებისპორტი

მსოფლიო ძიუდოს ლეგენდა ლაშა შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემის ნახევარფინალშია

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების 10 წევრი ასპარეზობდა, რომელთაგანაც მედლებისთვის ბრძოლას ოთხი განაგრძობს.

მსოფლიო ძიუდოს ლეგენდა ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ტურნირის ნახევარფინალშია – ქართველმა მეოთხედფინალში ავსტრიელი სამუელ გასნერი დაამარცხა და ფინალში გასასვლელად ფრანგ ჟოან-ბენჟამინ გაბას შეხვდება. მიხეილ ბახბახაშვილმა (73 კგ) მეოთხეფინალში წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის რეპეჟაშიდან იბრძოლებს.

ნახევარფინალში იჭიდავებენ ირაკლი ბეროშვილი და ზაურ დვალაშვილი (ორივე – 81კგ). ბეროშვილი თურქეთის სახელით მოასპარეზე ვედატ ალბაირაქს დაუპირისპირდება, დვალაშვილი კი მოლდოველ პელივანს შეხვდება.

ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს, 21 მარტს თბილისის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. თემურ ნოზაძე (66 კგ) და ნინო ლალაძე (57 კგ) კი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

შეჯიბრზე ფინალური ბლოკი 17:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button