დღეს ალავერდობაა

დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება.

იგი იოანე ზედაზნელის მოწაფე იყო. წმ. იოსები ღვთის ნებით კახეთში, იმ ადგილას დაემკვიდრა, სადაც დღეს ალავარდის ტაძარია
წმინდა იოსებ ალავერდელი ცამეტ ასურელ მამებთან ერთად საქართველოში მე-6 საუკუნეში შემოვიდა. გადმოცემით, აბბა იოსები განუშორებლად თან ატარებდა ჯვარს, რომელიც გამოთლილი იყო იმ ხის ჯვარისგან, რომელზედაც უფლი აწამეს.

წმინდა მამა მისსავე აშენებულ ალავერდის ტაძარშია დაკრძალული.

დღეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში კი ჩვილთა მე-40-ე ნათლობა გაიმართება. საყოველთაო ნათლობაზე 1 357 ბავშვი მოინათლება.

მსგავსი პოსტები

Back to top button