ლევან გორგაძემ “მებრძოლი სულის” პრიზი მოიპოვა [Video/Photo]

შემოდგომის ბაშო ტრიუმფით დაასრულა 27 წლის ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი), რომელმაცბოლო 8 ორთაბრძოლა ზედიზედ მოიგო და კომუსუბის ტიტული იოლად შეინარჩუნა.

ჩვენებურმა ბაშო 10-5 ბალანსით დაასრულა და “მებრძოლი სულის” პრიზიც მიიღო. არის შანსი (მცირე), რომ მას სუმოს მესამე რანგში (სეკივაკე) დააწინაურებენ.

ლევანმა კომუსუბის რანგით მეხუთედ იჭიდავა, მაგრამ ტიტულის შენარჩუნება პირველად შეძლო.

ერთი საფეხურით მაღლა მდგომმა ორივე სეკივაკემ ბაშო დადებითი ბალანსით დაასრულა, ასე რომ, თუ მესამე სეკივაკეს ადგილს არ დაუმატებენ, ლევანი რეიტინგში წინვერ წავა. კანტო-შო ანუ მებრძოლი სულის პრიზი ტოჩინოშინმა კარიერაში მეხუთედ მოიპოვა.

თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) ბაშო 6-9 ბალანსით დაასრულა და მომდევნო ბაშოზე ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”19059″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1443426033522″]

მსგავსი პოსტები

Back to top button