მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დღეს, ბრიუსელში G7 წევრი ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება

ჰააგის ტრიბუნალს რუსეთის დანაშაულების გამოძიების თხოვნით, 39-მა სახელმწიფომ - მათ შორის, საქართველომაც მიმართა

დღეს, ბრიუსელში G7 წევრი ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება, სადაც ისინი უკრაინაში არსებულ ვითარებას განიხილავენ და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ შედგომი ნაბიჯების კოორდინირებას მოახდენენ.

შეხვედრა ბრიუსელის დროით 13:00 საათზეა დაგეგმილი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ნედ პრაისის განცხადებით, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენ უკვე ჩავიდა ბრიუსელში.

ნატო-ს მინისტერიალის შემდეგ, ბლინკენი G7-ის ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრაშიც მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრა შერეულ ფორმატში გაიმართება რაც იმას გულისხმობს, რომ წარმომადგენელთა ნაწილი მასში მონაწილეობას ვირტუალურად მიიღებს. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოსიმასა ჰაიაში ასევე შეუერთდება შეხვედრას ვიდეოკავშირის საშუალებით.

„ჩვენ გავცვლით მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ვიმოქმედოთ უკრაინაში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ. ვგეგმავთ G7-ის ქვეყნების კოორდინაციის გაძლიერებას ამ საკითხის ირგვლივ“, – განაცხადეს იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გეტყვით იმასაც რომ ჰააგის სასამართლომ რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სამხედრო დანაშაულის საქმეზე გამოძიება დაიწყო. საქმის შესახებ, მთავარმა პროკურორმა პირველ სატელევიზიო ინტერვიუს დროს ისაუბრა.

ჰააგის ტრიბუნალს რუსეთის დანაშაულების გამოძიების თხოვნით, 39-მა სახელმწიფომ – მათ შორის, საქართველომაც მიმართა. ეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მიმართვაა – მისი ინიციატორი ბრიტანეთის ხელისუფლებაა.

მთავარი პროკურორის ინფორმაციით, პირველადი ანალიზის შემდეგ ჩანს, რომ უკრაინაში შესაძლოა ჩადენილი იყოს ჰააგის სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ მოქცეული დანაშაულები. ამან საშუალება მისცა პროკურორს, მოსამართლეთა ნებართვის გარეშე, გადავიდეს გამოძიებაზე.

“ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვთქვათ, რომ საზარელი მკვლელობების ადგილი, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების ადგილი არ არის. უკრაინაში ჯერ კიდევ 2014-2015 წლებში განაცხადეს, რომ იღებდნენ სასამართლოს იურისდიქციას. რეალობა არაა სიტყვები, რეალობა ისაა რაც ახლა ხდება. ჩვენი მოვალეობა ერთია – შეშინებული ქალების, ბავშვების, მოსახლეობის მიმართ, რომ ისინი კანონის ძალით უნდა დავიცვათ. ეს საქმე უნდა გადაწყდეს ჰააგიდან უკვე პრაქტიკაში.

ჩემი ვალია ყველა მხარე გამოვიძიო. ყველა მხარეს სამხედროებს თავდაცვის ჯგუფებს აქვთ მოვალეობა მოიქცნენ, როგორც ეს გათვალისწინებულა ადამიანის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად. ჩვენ როგორც საერთაშორისო სასამართლო და ოფისი რომელსაც მე ვხელმძღვანელობ ყველაფერს გავაკეთებ ნებისმიერი მხარე შესწავლილი იყოს დეტალურად,”– ამბობს პროკურორი კარიმ ხანი.

რუსული აგრესია დასავლეთის თავი ტკივილი და მთავარი საფიქრალია – უკრაინაში განვითარებული მოვლენები, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დღის წესრიგის სათავეშია, რომელიც კრემლმა თავდაყირა დააყენა.

ამ წუთებში ნატო საგანგებო მინისტერიალს მართავს, სხდომას ესწრებიან ფინეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც, ბრიუსელშია შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი განვითარებულ მოვლენებს ძალიან საშიშს უწოდებს:

“მსოფლიომ უკრაინის მიმართ სოლიდარობა უნდა გამოიჩინოს. ახლა მთავარია პოლიტიკური ერთიანობა. ჩვენ დავგმეთ რუსეთის თავდასხმები, გავაძლიერეთ მასზე ზეწოლა და ვფიქრობ ამისთვის უნდა დავაწესოთ მეტი სანქცია. თქვენ იცით, რომ უკრაინა დიდი სახელმწიფოა და ყავს ბევრი მეზობელი. ამიტომ იმას, რაც უკრაინაში ხდება, ეფექტი მის მეზობლებზეც ექნება. უამრავი ლტოლვილი გადადის უკრაინის მეზობელ სახელმწიფოებში და ჩვენ დახმარება უნდა გავუწიოთ. მნიშვნელოვანია ის თუ რა ხდება ახლა უკრაინის დიდ ქალაქებში რომელებიც რუსეთის მხრიდან ინტენსიური თავდასხმების ქვეშ არის.

ძალიან შეშფოთებულები ვართ, რომ რუსეთმა ხელში ჩაიგდო ატომური ელექტროსადგური. შეშფოთებულები ვართ, რომ არ გაიზარდოს იქ რადიოაქტიურობა. ეს ძალიან საშიში საკითხია. იმედი მაქვს, რომ რუსული ჯარი ტერიტორიას მალე დატოვებს.

რაც შეეხება რუსეთის განცხადებებს ფინეთისადმი. ფინეთი თავად განსაზღვრავს თავის უსაფრთხოებას. ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია და პარტნიორობა ნატოსთან. ევროპული უსაფრთხოებით, ყველა ქვეყანას აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი. სუვერენული სახელმწიფოს ასე არ უნდა დაესხნენ. მოხარული ვარ რომ ბელარუსში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჰუმანიტარულ კორიდორსა და ცეცხლის შეწყვეტის საკითხებზე,” – აცხადებს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკკა ჰაავისტო.

ატომურ სადგურზე მიტანილ იერიშთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრიც. მისი თქმით, კანადა მიიჩნევს რომ რუსეთი საერტაშორის სასამართლომში უნდა გასამარლდეს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანასაულისთვის.

“ძალიან გვაღელვებს რუსეთის მიერ ატომური ელექტროსადურზე მიტანილი იერიში და მისი დაკავება. ვგმობთ თვადასხმებს რომელიც არამხოლოდ იქ მცხოვრები ადამაინების არამედ რეგიონის უსაფრთხოებას რისკსი წინაშე აყენებს ეს ექტრემალურად სერიოზული საკითხია და დღეს ამ საკიტხზე განასაკუთრებული ფოკუსრიება მოხდება.

ჩვენ ვაძლიერებრ აღმოსაველეთ ფლანგს. ბევრი უნდა გავკეთორთ კიდე და მაქსიმალურად გავაძლიეროთ ზეწოლა პუტინზე. ჩვენი წითელი ხაზი არის ის, რომ არ მოხდეს საერთშორისო კონფლიქტის გამოწვევა. ამავდროულად ყველა სცენარი უნდა განვიხილოთ. ეს ომი უნდა შეჩერდეს. რუსეთის იზოლაცია უნდა მოვახდინოთ ეკონომიკურად და პოლიტიკურად მოვახდინოთ. ეს არის ომის დასრულების ერთ ერტი გზა. კანადა მიიჩნევს, რომ რუსეთი საერტაშორის სასამართლომში უნდა გასამარლდეს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანასაულისთვის,” – განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა  მელანი ჯოლიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button