მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს

ქალაქ ენერგოდარში არსებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსულმა ძალებმა დაიკავეს. ინფორმაციას Unian-ი ავრცელებს.

უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის ცნობით, ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპანტებმა გამთენიისას დაბომბეს, ამ დროისთვის რადიაციული ცვლილება არ ფიქსირდება

მათივე განცხადებით, უკრაინელ ჯარისკაცებს შორის, რომლებიც ატომურ ელექტროსადგურს იცავდნენ, არიან დაღუპულები და დაჭრილები.

ამასთან, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები ადგილობრივ მედიასთან ამბობენ, რომ მათ თავს კადიროვის დაჯგუფება დაესხათ.

შეგახსენებთ, გამთენიისას რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს. დაბომბვის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ოკუპანტებმა მეხანძე მაშველებს ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა მხოლოდ 2 საათის შემდეგ მისცეს. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button