დღეს ბრიუსელში საქართველოს საკითხებზე პრესკონფერენცია გაიმართება
დღეს ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
მანამდე ისინი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე შეხვდებიან ერთმანეთს.
ევროკავშირი საქართველოს პოლიტიკურ ძალებს “ფართო ერთიანობისა და დიალოგისკენ” მოუწოდებს
ბრიუსელში ვიზიტის პირველ დღეს, 15 მარტს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ორჯერ შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, რომლის ინიციატივით და პირადი მონაწილეობით 1 მარტს თბილისში გაიმართა ხელსუფლების და ოპოზიციის შეხვედრა საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.
შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოწოდებულია გამოსავლის მოსაძებნად, „მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე“.
შეგახსენებთ,12 მარტიდან, მხარეებს შორის მედიაციას აგრძელებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი.
ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების კონკრეტულ დეტალებზე მხარეები საჯაროდ არ ლაპარაკობენ.