მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

პოლიტიკურ მხარეთა შორის პოზიციების დაახლოება შესაძლებელია-არჩილ თალაკვაძე

პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი წინ მიდის, ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დენიელსონთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

“პროცესი წინ მიდის, გრძელდება მოლაპარაკები. ვფიქრობ, უკვე შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია და იმედს ვიტოვებ, რომ ორივე მხრიდან კონსტრუქციული მიდგომებით შევძლებთ უთანხმოების ამოწურვას და შევძლოთ და შევძლოთ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდეს ყველა პარტია და პარლამენტი. პუნქტებში, რომელზეც განხილვა მიმდინარეობს არის მნიშვნელოვანი წინსვლა. თუ ოპოზიციის მხრიდან იქნება პრაგმატული ნაბიჯები გადადგმული, ჩვენი მხრიდან იყო პრაგმატული და სამართლიანი ნაბიჯები გადადგმული ამ დღეებში, ჩვენ შეთანხმებას შევძლებთ”, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ,12 მარტიდან, მხარეებს შორის მედიაციას აგრძელებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი.

ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების კონკრეტულ დეტალებზე მხარეები საჯაროდ არ ლაპარაკობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button