მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

შარლ მიშელის მედიაციით დაწყებული პროცესი შანსია პოლიტკურ ჩიხს თავი დავაღწიოთ-ნიკა მელია

აუცილებელია, საქართველო ამერიკისა და ევროპის მხარდაჭერას ბოლომდე ჩაეჭიდოს და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შანსი გამოიყენოს. ამის შესახებ წერია მიმართვაში, რომელსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ციხიდან ავრცელებს.

“პროცესი, რომელიც შარლ მიშელის მედიაციით დაიწყო, უდიდესი შანსია, რომ პოლიტიკურ ჩიხს თავი დავაღწიოთ და ქვეყნის მომავლისთვის შესაძლებლობების ახალი ფანჯარა გავხსნათ. ამისთვის საჭიროა, ამ მხარდაჭერას ბოლომდე ჩავეჭიდოთ, სწორად გამოვიყენოთ ის ძალისხმევა, რომელსაც ჩვენი მეგობრები საქართველოს სახელმწიფოს გადასარჩენად იჩენენ და ეს კეთილგანწობა არ გავფლანგოთ”, – ამბობს მელია.

მელიას თქმით, აუცილებელია რეალური საარჩევნო რეფორმის განხორციელება და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური გავლენისგან გასათავისუფლებლად რეალური მექანიზმების შემუშავება.

“ეს უნიკიალური შანსი უნდა გამოვიყენოთ და ის რეფორმები გავატაროთ, რომლებიც სახელმწიფოს შტოებს ერთმანეთისგან დამოუკიდებელს გახდის, რაც მოგვცემს იმის გარანტიას, რომ, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ოპოზიციას პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად ბერკეტები ყოველთვის ექნება და დამოუკიდებელი ინსტიტუტები ვეღარ მოექცევიან ხელისუფლების პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშ და რაც ყველაზე მთავარია, ამ რეფორმების პარალელურად, სასიცოცხლოდ აუცილებელია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა”, – წერს მელია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ ნიკა მელია 23 თებერვალს, გირაოს გადაუხდელობის მიზეზით დააკავეს. მელიას დასაკავებლად პოლიცია პარტიის ოფისში შტურმით შევიდა და დახურულ სივრცეში წიწაკის სპრეიც გამოიყენა.

ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების პროცესი ჩიხში შევიდა.

12 მარტიდან, მხარეებს შორის მედიაციას აგრძელებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი.

ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების კონკრეტულ დეტალებზე მხარეები საჯაროდ არ ლაპარაკობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button