მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სპორტულმა ჯგუფებმა ლაგოდეხში მუშაობა განაახლა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სპორტულმა წრეებმა ფუნქციონირება განაახლეს. ამის შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა განაცხადა.

„ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაციის მიზნით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის მიერ გახსნილია 11 სხვადასხვა სახეობის 30 სპორტული ჯგუფი, სადაც 600-მდე ახალგაზრდა ირიცხება. ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდი წრეებს ვარჯიშები შეჩერებული ჰქონდათ, თუმცა ამ ეტაპისთვის ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით, სპორტულმა სექციებმა ფუნქციონირება განაახლა“-აცხადებს მდივნიშვილი

შეგახსნებთ, კოვიდრეგულაციების შემსუბუქება ქვეყანაში ეტაპობრივად მიმდინარეობს.1 მარტიდან სწავლა განახლდა საბავშვო ბაგა-ბაღებშიც.

ამ ეტაპზე ძალაში რჩება კომენდატის საათი.

მსგავსი პოსტები

Back to top button