რეგიონისიახლეები

საქართველო იუნესკოს სიაში შემავალი ძეგლების ახალ ტურისტულ კორიდორში ჩაერთვება

საქართველო იუნესკოს სიაში შემავალი ძეგლების ახალ ტურისტულ კორიდორში ჩაერთვება.

პროექტს კავალას განვითარების სააგენტო, შავი ზღვის აუზის ხუთი ქვეყნის მონაწილეობით ახორციელებს.

პრესკონფერენცია ახალი ტურისტული პროდუქტის თაობაზე, დღეს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით, პროექტის ერთადერთი პარტნიორია.

პროექტის ერთ- ერთი პარტნიორის, ნიკოლას თომაიდისის განმარტებით, პროექტის ფარგლებში, იუნესკოს დაცული ძეგლების მეშვეობით, ყველა ასაკის ტურისტისთვის ხელმისაწვდომი , განათლებისა და გართობის გამაერთიანებელი პროდუქტი შეიქმნება.

” ერთნაირად საინტერესო იქნება ყველა ასაკის ტურისტისთვის , დამუშავდება ელექტრონული წიგნი, მომზადდება აგრეთვე სასწავლო მოდულები გეილოკაციების შესახებ. კორიდორი იქნება უნიკალური, მულტიმედიური სერვისი შავი ზღვის აუზის ტერიტორიაზე”- განაცხადა თომაიდისმა.

პროექტის ფარგლებში შექმნილ საბოლოო პროდუქტს, მონაწილე ქვეყნები, 2023 წლის ბერლინის საერთაშორისო ტურიზმის გამოფენაზე წარადგენენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button