დღეს ხარებაა

მართლმადიდებლური სამყარო ხარებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში წირვა სრულდება.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სადღესასწაულო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში აღავლენს.

ხარება ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი დიდი საუფლო დღესასწაულია. აღინიშნება 25 მარტს ძველი სტილით (7 აპრილს ახალი სტილით). სახარების (ლუკა 1,28-35) მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზს უხარებია მარიამ ღვთისმშობლისათვის, რომ მისგან იშვებოდა იესო ქრისტე, ძე ღვთისა. ხარება მიჩნეულია კაცობრიობის ხსნის დასაბამად, საუკუნეებით დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად.

მსგავსი პოსტები

Back to top button