ზუგდიდში თანამდებობის პირი დააკავეს

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი სოფელ ზედა ეწერში.

სუს-ის მტკიცებით, “გამოძიებამ დაადგინა, რომ სევერიანე ბერულავამ სოფელ ზედა ეწერში მდებარე ყოფილი ამბულატორიის შენობის აუქციონზე გატანაში და გამარჯვებაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 15 000 ლარი.

მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 5000 ლარი მან მოქალაქეს წინასწარ გამოართვა, რა დროსაც ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. გადაცემული თანხა 5000 ლარი ამოღებულია ნივთმტკიცებად”.

გამოძიება ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე).

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმეზე დაკავებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button