“დღეს მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია”
“მივესალმები ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და მთელი გულით ვულოცავ დღევანდელ დღეს – დღეს, როდესაც ევროპარლამენტმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ევროპასთან დაახლოების გზაზე და ძალიან დიდი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ეს არის მეტი კეთილდღეობა, მეტი დემოკრატია, მეტი ენერგია და ენთუზიაზმი, მეტი წარმატება ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარების გზაზე.” – განაცხადა საქართველოს-პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მიღებასთან დაკავშირებით.
მოუსმინეთ პრემიერ-მინისტრის სრულ განცხადებას