დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ნიკა მელიას საქმეს განიხილავს. ადვოკატების განცხადებით, მათთვის არ არის ცნობილი, რომელი მოწმეები იქნებიან გამოძახებული სასამართლოში ჩვენების მისაცემად.
“ჩვენდა სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩვენთვის არ არის ცნობილი კონკრეტულად, რომელი მოწმეების მოყვანას აპირებს ბრალდების მხარე, მიუხედავად იმისა, რომ წინა სასამართლო პროცესზე ამის შესახებ შევთანხმდით, რა თქმა უნდა დაცვის მხარეს უნდა მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ ჯეროვნად მოვემზადოთ, გვქონდეს ჩვენი დაცვის სტრატეგია ჯვარედინი დაკითხვის მოსამზადებლად. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ და ბრალდების მხარემ მოგვცა ამის შესაძლებლობა, ჩვენთვის ცნობილი არ არის, ვის გამოკითხავს ბრალდების მხარე”, – ამბობს კონდახიშვილი.
შეგახსნებთ, ნიკა მელია10 მაისს საპატიმროდან, ევროკავშირის მიერ გადახდილი 40 000 ლარის გირაოს გადახდის შემდეგ გამოვიდა.მას ბრალი 20 ივნისის საქმეზე აქვს წაყენებული.
ენმ-ს თავმჯდომარეს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება.