დღეს სუპერლიგის ფინალები იწყება
22 მაისს საქართველოს ჩემპიონატის გადამწყვეტი, ფინალური სერია დაიწყება.
ერთმანეთს შეხვდებიან თბილისური გუნდები – “დინამო” და “შსს აკადემია“. პირველმა ნახევარფინალში 3:1 დაამარცხა “რუსთავი“, ხოლო მეორემ “ბათუმს” 3:0 სძლია.
რეგულარულ ეტაპზე ორივე ურთიერთშეხვედრა “შსს აკადემიის” სასარგებლოდ დასრულდა. ვნახოთ, ვინ იყოჩაღებს ფინალში.
შეგახსენებთ, რომ “დინამო” ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია, ხოლო “შსს აკადემია” სუპერლიგის ჩემპიონის ტიტულს 2013 წელს ფლობდა.
ფინალი
22 მაისი, თბილისი. 14:00
დინამო–შსს აკადემია
23 მაისი, თბილისი. 14:00
დინამო–შსს აკადემია
25 მაისი, თბილისი. 18:00
შსს აკადემია–დინამო
26 მაისი, თბილისი.18:00
შსს აკადემია–დინამო*
28 მაისი, თბილისი. 18:00
დინამო–შსს აკადემია*
III ადგილისთვის
22 მაისი, რუსთავი. 18:30
რუსთავი–ბათუმი
24 მაისი, ბათუმი. 18:00
ბათუმი–რუსთავი
VII ადგილისთვის
22 მაისი, თბილისი. 11:30
ოლიმპი–სოხუმი
23 მაისი, თბილისი. 11:45
სოხუმი–ოლიმპი