საქართველოსიახლეები

დღევანდელი მონაცემებით, სამშობლოში დაბრუნდა 8 954 მოქალაქე

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ფარგლებში, გუშინ შესრულდა მადრიდი-თბილისის რეისი, რომლითაც საქართველოში 180 მოქალაქე ჩამოვიდა. 2020 წლის 1-ლი მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 18 033 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 8 954 მოქალაქე.

„როგორც ცნობილია, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება:

2 მაისი – პრაღა-ბათუმი ; 5 მაისი – ათენი-თბილისი; 7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი; 9 მაისი – ბერლინი-თბილისი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button