„სირცხვილია”პოლიტიკურ მხარეებს მოუწოდებს შეაჩერონ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება

მოძრაობა “სირცხვილია” იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეების დანიშვნის საკითხს ეხმაურება.
განცხადებაში ვკითხულობთ:
“ერთ დღეში მოსამართლეთა დანიშვნის მასშტაბური და ფორსირებული პროცესი, საერთო ჯამში ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს 9, ხოლო ქვედა ინსტანციის სასამართლოებში 88 ვაკანტური ადგილის შევსებას. ამავე დროს სასამართლო სისტემის პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეთა გადაყვანა შეეხება სულ 8 ვაკანსიას.
აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული პარტნიორების მედიაციით მიღწეული შეთანხმების დოკუმენტი ითვალისწინებს სასამართლოს ამბიციურ რეფორმას. დოკუმენტის თანახმად, უზენაეს სასამართლოში უნდა შეჩერდეს ყველა მიმდინარე დანიშვნა და დაიწყოს ახალი განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებით. გამჭვირვალეობის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით აუცილებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა”.
„სირცხვილია” მოუწოდებს ხელისუფლებას, შეასრულოს 19 აპრილის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულება საერთაშორისო პარტნიორებისა და საქართველოს მოქალაქეების წინაშე.