“დიალოგი რუსეთთან აუცილებელია” – ზურაბ აბაშიძე

ზურაბ აბაშიძემ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმების თაობაზე გრიგორი კარასინის განცხადებაზე, კომენტარი აეროპორტში გააკეთა.

ის პრაღიდან დღეს გამთენიისას დაბრუნდა. მისი თქმით, შევა თუ არა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში რაიმე ცვლილება ან გაუქმდება თუ არა, ეს მხოლოდ პარლამენტის გადასაწყვეტია და ამაზე შეხვედრისას არ უსაუბარიათ.

რაც შეეხება კარასინი-აბაშიძის შეხვედრის ფორმატს, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელის შეფასებით, დიალოგი რუსეთთან აუცილებელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button