საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტების “თაგილონისა” და “ლექუხონას” ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. ქართული მხარისთვის უცნობია როდიდან ამოქმედდება არაღიარებული ხელისუფლების მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი აღნიშნულს შემაშფოთებელს უწოდებს.

მისი განცხადებით, ქართული მხარე საკითხს ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე დააყენებს. არაღიარებული ხელისუფლების მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დარღვევასა და აფხაზეთის სრული იზოლაციის მცდელობაზე საუბრობს ციხელაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button