დიდ ბრიტანეთში 90 წლის ვეტერანმა სქესი შეიცვალა [Photo/Video]

დიდი ბრიტანეთში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა, 90 წლის პიტერ დევისმა სქესი შეიცვალა და პატრისია დაირქვა, – იუწყება The Daily Telegraph.

პიტერი ბავშვობიდან თავს ბიჭად ვერ აღიქვამდა, მაგრამ მაშინ ამ ფაქტის აღიარება ვერ გაბედა, ვინაიდან ელექტროშოკით მკურნალობას დაუნიშნავდნენ ან დააპატიმრებდნენ.
„მაშინ ადამიანებს არ ესმოდათ, რას ნიშნავს ტრანსგენდერობა. ისინი ფიქრობდნენ, რომ შენს გამოსწორებას შეძლებდნენ, მაგრამ იმ გარემოებას ვერ აცნობიერებდნენ, რომ ეს ავადმყოფობა არაა, რომლის განკურნება შეიძლება“, – აღნიშნა პატრისიამ.
1945 წელს 18 წლის პიტერ დევისი ჯარში გაიწვიეს. როცა გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა, ახალგაზრდა ჯარისკაცი შორეულ აღმოსავლეთში გაგზავნეს, სადაც იაპონიასთან ომი გრძელდებოდა. მოგვიანებით იგი ინდოეთში გადაისროლეს.
როცა პიტერი სამშობლოში დაბრუნდა, ფოტოგრაფად დაიწყო მუშაობა და ცოლი შეირთო, რომელთანაც 63 წელი იცხოვრა. ერთობლივი ცხოვრების მე-60-წლისთავზე იგი მეუღლეს გამოუტყდა, რომ ტრანსგენდერია. ქალი მეუღლის აღიარებას გაგებით მოეკიდა.
ასე გრძელდებოდა პიტერის მეუღლის სიკვდილამდე, ხოლო მოგვიანებით იგი ტრანსგენდერმა მსახიობმა, რებეკა რუტმა აღაფრთოვანა და ხანდაზმულმა მამაკაცმა სქესის შეცვლის ოპერაცია ჩაიტარა.
„ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს მხრებიდან ლოდი ჩამომხსნეს. მანამდე სიცრუეში ვცხოვრობდი“, – განაცხადა პატრისიამ ოპერაციის შემდეგ.

[print_gllr id=55597]

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button