რონალდუს ბრინჯაოს ბიუსტმა სოცქსელები გაამხიარულა [Photo/Video]

პორტუგალიის ნაკრების ლიდერ რონალდუზე შექმნილი პაროდიაა – ასეთი გამოხმაურება მოჰყვა ფეხბურთელის ბრინჯაოს ბიუსტს, რომელიც კუნძულ მადეირაზე, მისივე სახელობის აეროპორტში გაიხსნა.

სოცქსელებში აღნიშნავენ, რომ როგორც ჩანს, მოქანდაკეს რონალდუ რეალურ ცხოვრებაში არ უნახავს და სკულპტურა ფოტოსურათის მიხედვით შექმნა. ასევე ნათელია, რომ თავად ფეხბურთელი არ აღფრთოვანებულა თავისი გამოსახულებით, მაგრამ არ იმჩნევს.
როგორც ბიუსტის შემქმნელმა მოქანდაკემ განაცხადა, იგი რონალდუს ზუსტად ისე ხედავს, როგორც ქანდაკებაზე გამოსახა. მისი თქმით, დღესავით ნათელია, რომ ქანდაკება ორიგინალის ასლია და ასეთ მსგავსებას მხოლოდ ბრმა ვერ დაინახავსო.
აღსანიშნავია, რომ რონალდუს საკუთარ ასლებში ბედი არ სწყალობს. მაგალითად მისი მასიური ქანდაკება, რომელიც ასევე მადეირას ამშვენებს, უფრო გულივერს ან იური გაგარინს გვაგონებს, ხოლო მისი ცვილის ასლი, რომელიც მადამ ტიუსოს მუზეუმში ინახება, გამოჩენილ ფეხბურთელს მხოლოდ ვარცხნილობით ჰგავს, – წერენ სოცქსელებში მომხმარებლები.

[print_gllr id=55618]

მსგავსი პოსტები

Back to top button