პროკურატურა “ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებს საპროცესო გარიგებას სთავაზობს

“პროკურატურამ რუსუდან კერვალიშვილისა და მაია რჩეულიშვილს ზარალის ანაზღაურების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმება შესთავაზა, თუმცა მათგან უარი მიიღო. ამის მიუხედავად, პროკურატურა მათ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას კიდევ ერთხელ სთავაზობს”, -ამის შესახებ „ცენტრ პოინტის“ საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა.

პროკურორის თქმით, ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება იმ პირობით გაფორმდება, თუ ისინი ყველა დაზარალებულს ზიანს აუნაზღაურებენ და ყველა ობიექტის მშენებლობას დაასრულებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კერვალიშვილი სასამართლო დარბაზიდანვე აიყვანეს.

„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, ასევე კომპანია „დექსუსის“ დამფუძნებელს ივანე ცაგურიას ბრალი ედებათ თაღლითობასა და თანხების მითვისებაში. გამოძიების ინფორმაციით, მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა ამხანაგობა”თაბუკაშვილი 88″-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარი მიითვისეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button