მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

Pfizer-ის ვაქცინა კახეთში ამჯერადაც არ შეიტანეს

ოთხთვიანი ლოდინის შემდეგ, საქართველოში დღეს შემოსულ Pfizer-ის ვაქცინას, კახეთის მოსახლეობა, ჯერჯერობით ვერ გაიკეთებს.

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონს, სპეციალური, – 80 გრადუსზე მომუშავე მაცივარი აქვს, Pfizer-ით ვაქცინაციის განმახორციელებელ კლინიკებს შორის , კახეთის რეგიონში მოქმედი არცერთი საავადმყოფო არ არის.

რატომ ვერ მოხვდა ჩამონათვალში კახეთის რეგიონი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში ამ საკითხზე, ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა კორონა ვირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინა, კახეთში არ შეიტანეს.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, Pfizer-ით მოსახლეობის ვაქცინაციაში, მხოლოდ შვიდი სამედიცინო დაწესებულება, რესპუბლიკური საავადმყოფო, ამტელ ჰოსპიტალი, ბოკერიას სახელობის კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი, ასევე გორში სამხედრო ჰოსპიტალი, ქუთაისის დასავლეთის სამედიცინო ცენტრი და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ჩაერთვებიან.

დღეს საქართველოში Pfizer-ის 28 000 დოზა შემოვიდა, თუმცა დაანონსებული რეგისტრაციის დაწყების მიუხედავად, სპეციალური საიტი არ მუშაობს.

მთლიანად საქართველოში, ეტაპობრივად, მილიონ დოზაზე მეტი Pfizer-ის ვაქცინა უნდა შემოვიდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button