მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი უკრაინაში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კვლავ ჩავიდა უკრაინაში.ის უკრაინაში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რომლის შესახებ წინასწარ არ იყო ცნობილი.
უკრაინაში ის ადრეც იყო ნამყოფი, მაგრამ ამჟამად მან პირველად იმოგზაურა არაოფიციალური სტატუსით. სექტემბრიდან მოყოლებული ჯონსონს არავითარი პოსტი არ უკავია გარდა პარლამენტის დეპუტატისა საკუთარი საარჩევნო უბნიდან.

ბორის ჯონსონი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, თუმცა უცნობია კონკრეტულად რას განიხილავენ ისინი შეხვედრაზე.

როგორც მედია იტყობინება, ის ნახეს კიევის მახლობლად, ომისგან ძლიერ დაზარალებულ ბუჩასა და ბოროდიანკაში. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ყოფილი მეთაური იქ არსებულ მდგომარეობას კიევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ოლექსი კულებასთან ერთად გაეცნო.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბორის ჯონსონთან შეხვედრის ვიდეო გამოაქვეყნა და მას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

შეგახსენებთ, რომ ბორის ჯონსონი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს რამდენჯერმე სტუმრობდა კიევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button