მნიშვნელოვანირეგიონი

საგარეჯოში თავდამსხმელის ცხედარი კვლავ მორგში რჩება

საგარეჯოში, მეზობლებზე თავდამსხმელი სამხედროს დაკრძალვის ადგილი, ამ დრომდე უცნობია.

ნოდარ ათუაშვილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, თუმცა გარდაცვლილი კვლავ მორგში რჩება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ შექმნილ ვითარებაში, 49 წლის ნოდარ ათუაშვილის დაკრძალვაზე, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.

” ოჯახს არც უცდია, ამ კორპუსში მის გადმოსვენებაზე ეზრუნა. როგორ წარმოგიდგენიათ, იმ კაცის გასვენება ამ ბიჭებთან ერთად. ხალხი ლაპარაკობს, ცხედარი დედას და ძმასაც კი არ უნდაო.ცოლს ცემით კლავდა, ბავშვს სულ ეჩხუბებოდა, მერე ასეთი გაუგონარი ამბავი ჩაიდინა და აბა ვის ენდომება, მაგის ცხედარზე ზრუნვა”- ამბობენ საგარეჯოში.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება ათუაშვილის ცხედართან დაკავშირებით მიღებული არ არის.

შეგახსენებთ, 20 იანვრის ღამეს, ათუაშვილმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის აივნიდან რამდენიმე გასროლით, მოკლა 5 და დაჭრა 5 ადამიანი.

ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარის მიზეზად, ერთ გარდაცვლილთან, შემთხვევამდე, ცოტა ხნით ადრე, ათუაშვილის კონფლიქტი სახელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button