დიდი ბრიტანეთში მწვანე ლეკვი დაიბადა [Photo/Video]

დიდი ბრიტანთში, ლანკაშირის საგრაფოში ლაბრადორმა 5 ლეკვი დაბადა, რომელთა შორის ერთ-ერთს მწვანე ბეწვი ჰქონდა, – გვაცნობებს Daily Mail.
ახალშობილთა შორის 4 ხვადი და 1 ძუა. ზუსტად უკანასკნელს აღენიშნებოდა ბეწვის მწვანე შეფერილობა.
„თავდაპირველად შოკი მივიღეთ, მაგრამ მოგვიანებით ჩავთვალეთ, რომ ეს ნორმალური მოვლენაა“, – განაცხადა ლეკვების პატრონმა ელეინ კუპერმა.
გამოცემის ინფორმაციით, ბეწვის უჩვეულო შეფერილობა ძაღლის პლაცენტაში ბილივერდინის (ნაღვლის მწვანე პიგმენტი, ბილირუბინის დაჟანგვის პროდუქტი) მაღალმა შემცველობამ გამოიწვია. ეს ნივთიერება ჰემოგლობინის დაშლის შუალედურ პროდუქტს წარმოადგენს. აღნიშნული პროცესი ლეკვის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს. რამდენიმე კვირაში მწვანე პიგმენტი ფერმკრთალდება და ბეწვი ჩვეულ შეფერილობას იღებს.