დიდი ნაბიჯებით შიდსის დამარცხებისკენ – მსოფლიო შიდსის წინააღმდეგ

პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა – თარიღს აღნიშნავენ საქართველოშიც.

ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი სხვა ორგანიზაციებთან ერთობლივ კონფერენციას გამართავენ.

“დიდი ნაბიჯებით შიდსის დამარცხებისკენ” – ასეთია წლევანდელი ღონისძიების სლოგანი. გაერო-ს შიდსის ახალი პროგრამის მიზანი 2030 წლისათვის შიდსის ეპიდემიის ელიმინაციის მისაღწევად მსოფლიო მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებების გაფართოვება და დაჩქარებაა. დღესვე დაგეგმილია სხვა ღონიძნიებებიც.

საქართველოში შემოწმებები მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებშიც. ტარდება ნებაყოფლობითი სკრინინგი. სულ გათვალისწინებულია 50 ათასი ადამიანის გამოკვლევა. ამჟამად, მხოლოდ დედაქალაქში სკრინინგი უკვე ჩაიტარა 6 ათასმა პირმა. კონკრეტული ოფისების გარდა, თბილისსა და რეგიონებში, სადაც შემოწმების ჩატარებაა შესაძლებელი, მუშაობენ მობილური ჯგუფებიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button