ოთარ დანელია “როს სელ ხოზ ნადზორს” პასუხობს

თურქეთ-რუსეთს შორის არსებული კონფლიქტით არც ერთი ქვეყანა არ არის მოხარული – ეს განცხადება ცოტა ხნის წინ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა როს სელ ხოზ ნადზორის წარმომადგენლის კომენტარის საპასუხოდ გააკეთა.

ოთარ დანელია ამბობს, რომ რუსეთში საქართველოსთან პროდუქციის გაზრდის მიზნით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

ალექსეი ალექსეენკომ სააგენტო სპუტნიკთან საუბარში განაცხადა, რომ თურქეთის მიმართ დაწესებულმა ემბარგომ მეზობელი ქვეყნები გაახარა და ეს ინფორმაცია საკმაოდ პოზიტიურად მიიღო საქართველომ, ასევე სომხეთმა და აზერბაიჯანმა.

ალექსეენკოს თქმით, ეს ქვეყნები გაზრდიან პროდუქციის მიწოდებას და შესაძლოა იმპორტის პროცესში ირანიც გააქტიურდეს. რუსეთის გადაწყვეტილება თურქეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით ძალაში რამდენიმე კვირაში შევა.

მსგავსი პოსტები

Back to top button