მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

დიდთოვლობის გამო ,გომბორის უღელტეხილზე შესაძლოა მოძრაობა შეიზღუდოს

დიდთოვლობის გამო, გომბორის უღელტეხილზე გადაადგილებაზე რეკომანდაციები გაიცა

როგორც რადიო ჰერეთს საგზაო დეპარტამენტში განუცხადეს, უღელტეხილზე, გადაადგილება მხოლოდ ზამთრის საბურავებითაა დასაშვები .  მთელი ღამის განმავლობაში მოსული ნალექის გამო, გომბორის უღელტეხილზე ტექნიკური მარილი დაყარეს.

“ღამის განმავლობაში, ინტენსიურად თოვდა, ამიტომ ტექნიკამ გზა გაწმინდა და ტექნიკური მარილიც დაიყარა. გადაადგილება შესაძლებელია, მხოლოდ ზამთრის საბურავების გამოყენებით. სხვა შეზღუდვა ჯერჯერობით, არ დაწესებულა ” – განაცხადეს დეპარტამენტში.

ზამთრის სეზონზე, დიდთოვლობისა და ყინვის დროს, გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა იზღუდება და ზოგიერთ შემთხვევაში, სრულად იკრძალება.

კახეთის რეგიონში, თითქმის 24 საათია, გადაუღებლად თოვს

მსგავსი პოსტები

Back to top button