მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ჰესებს დიდი მნიშვნელობა აქვს ენერგოდამოუკიდებლობისთვის-ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ენგურჰესზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა. მისი თქმით, მთელი საერთო გენერაციის 40%-ზე მეტი გამომუშავდება ენგურჰესის მიერ. სწორედ ამიტომ, ამ და სხვა ჰესებს დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ამ სიტყვებით მან უპასუხა იმ ადამიანებს, ვისაც მისი თქმით, ჯერ კიდევ აქვთ წუხილი ჰესების მსენებლობის მიმართ.

“დაახლოებით 50 წლის წინ აშენდა ენგურჰესი. აქ თითქმის მთელი სამეგრელო იყო დასაქმებული და ყველამ, ვინც ამ რეგიონში ცხოვრობს, კარგად იცის, რომ ამ ჰესის მშენებლობით პრაქტიკულად აშენდა მთელი ეს მხარე. ათასობით ადამიანი იყო დასაქმებული. დღესაც ენგურჰესზე დასაქმებულია მუდმივად 1200 ადამიანი. დღეს დამატებით 650 კაცი არის დასაქმებული”, – განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ენგურჰესის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულება 43 მილიონი ევროა. აქედან 7 მილიონი ევროს გრანტი ევროკომისიიდან მიიღეს. დანარჩენი კი იბიარდის ბანკის მთავრობისთვის გამოყოფილი სესხია.

მსგავსი პოსტები

Back to top button