ეკონომიკამნიშვნელოვანიმსოფლიო

მსოფლიო ბანკი რუსეთსა და ბელარუსში ყველა პროგრამას აჩერებს

მსოფლიო ბანკმა რუსეთსა და ბელარუსში ყველა პროგრამა შეაჩერა.

ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და “უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების” დაწყების გამო მიიღეს.

მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ ახალი სესხები ან ინვესტიციები რუსეთში 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსია განახორციელა, აღარ დაუმტკიცებია.

ბელარუსისთვის სესხების დამტკიცება კი 2020 წლიდან შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანას სანქციები დაუწესა.

რუსეთსა და ბელარუსში პროგრამების შეჩერების გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი უკრაინის დაფინანსებისთვის დამატებით მილიარდობით დოლარის გამოყოფას გეგმავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button